ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დათანხმდა ქვეყანაში წითელი ჯვრის ჰუმანიტარული დახმარების შეშვებას. ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს თქმით, ეს ნიკოლას მადუროს მხრიდან დათმობას ნიშნავს, რაც კარგი ტენდენციაა. ჰუმანიტარული ტვირთის ნაწილი უკვე დაურიგეს მოსახლეობას.
შეგახსენებთ, ვენესუელის პრეზიდენტი ამ დრომდე ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების შეშვებას არ თანხმდებოდა. ვენესუელაში უკვე რამდენიმე თვეა მწვავე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისია. ქვეყანა საკვების, მედიკამენტებისა და სუფთა სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის.
გარდა ამისა, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და მადუროს გადადგომისკენ მოუწოდებს. მას მხარს აშშ-ი და 50-ზე მეტი ქვეყანა უჭერს. თუმცა, მადურო გადადგომაზე უარს აცხადებს. მოსახლეობის ნაწილი კი კრიზისიდან თავის დაღწევას ცდილობს და ქვეყანას ტოვებს.