ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის ხუან გუაიდოს მოადგილე ციხიდან გაათავისუფლეს.
ედგარ ზამბრანო მაისში დააკავეს და ბრალად სახელმწიფო ღალატი და გადატრიალების მცდელობა წაუყენეს.
როგორც ვენესუელის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, გათავისუფლების გადაწყვეტილება ვენესუელის მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეული ნაწილობრივი შეთანხმების საფუძველზე მიიღეს. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მიერ მცირე ოპოზიციურ პარტიებთან მიღწეული შეთანხმება ქვეყანაში პოლიტიკური დანაწევრების აღმოფხვრის შესახებ. მადურომ განაცხადა, რომ ყველა დაკავებული ოპოზიციონერი აქტივისტის საქმე გადაიხედება. შეგახსენებთ, ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდოს ორგანიზებით ვენესუელაში აპრილში მასშტაბური გამოსვლების შედეგად პრეზიდენტის გადაყენება სცადეს. ამას წინ უძღოდა გუაიდოს ვაშინგტონის და ათობით ქვეყნის მიერ დროებით პრეზიდენტად აღიარება.