ვენესუელის გენერალური აუდიტორი ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიღებაში ადანაშაულებს. ამას გარდა, ქვეყნის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ უნდა დაიწყოს წინასწარი გამოძიება ხუან გუაიდოს წინააღმდეგ, ვინაიდან ფიქრობენ, რომ 22 იანვარს ქვეყანაში დაწყებული არეულობა სწორედ გუაიდოს პროვოცირებით მოხდა. როგორც ცნობილია, გუაიდოს საერთაშორისო მხარდაჭერას აქვს, იგი ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად აშშ-მ, ცენტრალური ამერიკის რეგიონის ქვეყნების ნაწილმა და ევროპამაც აღიარა. ამასთან, მადუროს არაერთი სანქცია აშშ-მ უკვე დაუწესა. კერძოდ, შეზღუდვები ამოქმედდა სახელმწიფო ნავთობკომპანია პიდივისიეის (PDVSA) წინააღმდეგაც.