ვენესუელაში ანტისამთავრობო მანიფესტაციების მსვლელობისას სამართალდამცველებთან შეტაკებების შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ-პორტალი El Pitazo ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ვენესუელას დედაქალაქში და ქვეყნის სხვა რეგიონებში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური აქციები გაიმართა. ჰიპერინფლაცია და ელექტროენერგიის ხშირი შეწყვეტა მთავარი ფაქტორები გახდა, რის გამოც მილიონობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა. ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ. ანტისამთავრობო აქციაზე ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა.