კარაკასში რეფერენდუმზე მისულ ამომრჩევლებს ცეცხლი გაუხსნეს - შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ამის შესახებ როიტერი იუწყება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები, დაშვებულებს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. სამართალდამცველები დამნაშავეს ეძენებენ. როგორც ცნობია, ვენესუელაში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული რეფერენდუმი გაიმართა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხება.