ვენესუელაში ყოველთვიურმა მინიმალურმა ხელფასმა 10 დოლარი შეადგინა. ამას ვალუტის კურსის შესახებ ადგილობრივი ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ინფორმაცია მოწმობს, რომლის მიხედვითაც 1 დოლარის ფასი 447,6 ბოლივარია. მინიმალური ხელფასი კი ამ ქვეყანაში 4 ათას 500 ბოლივარია.
აღსანიშნავია, რომ წინა კვირის განმავლობაში ვენესუელაში დოლარის კურსი 15%-ით გაიზარდა.
როგორც ცნობილია, ვენესუელა ბოლო წლებში უმწვავეს სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, რომელსაც თან სდევს ჰიპერინფლაცია, სურსათისა და მედიკამენტების დეფიციტი. პარლამენტის საფინანსო კომიტეტის ინფორმაციით, იანვრიდან ნოემბრამდე ფასები 702 ათასი%-ით, ხოლო წლიურ გამოხატულებაში მილიონ 290 ათასი პროცენტით გაიზარდა.