ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აზერბაიჯანში იმყოფება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მადურომ განაცხადა, რომ ოფიციალური კარაკასი წინააღმდეგობას გაუწევს მის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს.
"ეკონომიკური სანქციები ისეთივე დამანგრეველია, როგორც ომი. ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ ეკონომიკურ სანქციებს, ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც უსაფრთხოების გამოწვევები არსებობს", - განაცხადა მადურომ ბაქოში მიმდინარე "არამეკავშირეობის მოძრაობის" სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანში "არამეკავშირეობის მოძრაობის" სამიტი მიმდინარეობს. მოძრაობა ოფიციალურად შეიქმნა 1961 წელს. მოძრაობის მთავარი ლოზუნგია, რომ არ გახდეს მსოფლიოს რომელიმე ზესახელმწიფოს მოკავშირე.