ვენესუელას ხელისუფლებამ ბოლივარის დევალვაცია განახორციელა - ამის შესახებ მათ სავალუტო ვაჭრობის პლატფორმა Interbanex-ზე განაცხადეს. დევალვაციის შედეგად, ბოლივარის კურსი დოლართან მიმართებით 35%-ით 3 ათას 200 ბოლივარამდე გაუფასურდა, მაშინ როცა იყო მოლოდინი, რომ მოხდებოდა 2 ათას 400-მდე გამყარება. ამჟამინდელი კურსით ერთი დოლარი 3 ათას 200 ბოლივარი ღირს.