ვენესუელას ცენტრალური ბანკი უახლოეს რამდენიმე დღეში უცხოური რეზერვების შესავსებად გაერთიანებულ საემიროებს 15 ტონა ოქროს მიყიდის. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს.მისი მონაცემებით, ვენესუელამ მისი რეზერვებიდან 3 ტონა ოქრო 26 იანვარს უკვე გაყიდა. გასულ წელს კი ქვეყანამ თურქეთსა და გაერთიანებული არაბეთის საემიროებს 900 მილიონის ღირებულების ნედლი ოქრო მიყიდა.
შეგახსენებთ, რომ ვენესუელაში მწვავე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისია. ქვეყანაში ულტრა ინფლაციაა, ხოლო ბოლო დროინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა არსებული სოციალ-ეკონომიკური ფონი კიდევ უფრო გააუარესა.