Vendoo.ge-ზე ონლაინ შოპინგი უკვე შესაძლებელია. "თიბისის" ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა Vendoo.ge უკვე ამოქმედდა, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლებს, მისთვის სასურველი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად შეიძინოს. საწყის ეტაპზე ,,ვენდუზე“ 3 კატეგორიის, ჯამში 5 000 -ზე მეტი პროდუქტია განთავსებული, რომელთაც ყოველდღიურად 200-ზე მეტი დასახალების ახალი ნივთი ემატება. უახლოეს მომავალში ვებ-გვერდზე ახალი კატეგორიის პროდუქცია დაემატება, მათ შორის -ეზოს და სახლის ინვენტარის მიმართულებით Vendoo გამოირჩევა კომფორტული და მარტივი ვებ-გვერდით, სწრაფი მიტანის სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე ნივთის დაბრუნების განსაკუთრებული პირობებით. სასურველი პროდუქციის შეძენა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ამასთან, აღსანიშნავია რომ Vendoo გაყიდვების გამარტივებული პლატფორმაა ბიზნესის წარმომადგენლებისთვისაც. პლატფორმა მათ გამართული სასაწყოვე სისტემით, ონლაინ მარკეტინგული მომსახურებითა და სწრფაი მიწოდების სერვისით უზრუნველყოფბს. აღნიშნული მომსახურება პარტნიორ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით გაყიდონ და გააფართოვონ ბიზნესი. ხოლო ის მომხმარებლები, რომლებიც პირველ ივნისამდე დარეგისტრირდებიან, ,,ვენდუსგან“ განსაკუთრებული სიურპრიზები ელით, მთელი ზაფხულის განმავლობაში