"ვენდის" ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო „ვენდისგან“ წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის Golden Grill ჯილდო მიიღო. საერთაშორისო აღიარება „ვენდის“ ქართულ რესტორნებს სწრაფი განვითარების ტემპების, რეკორდულად მზარდი გაყიდვების, სტუმრების ნაკადის დინამიური ზრდის და მომხმარებლის ცნობიერებაში გემოვნურითვისებებით გამორჩეული საკვებისხარისხსა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრენდის იმიჯის დამკვიდრებისთვის ერგო.
„ვენდის“ ქართული წარმომადგენლობის წარმატების აღიარება „ვენდის“ საერთაშორისო კონვენციაზე მოხდა, დაჯილდოების ცერემონიალი კი თბილისში, 26 მაისის მოედანზემდებარე, მსოფლიოშიყველაზედიდ "ვენდის" რესტორანში გაიმართა. დაჯილდოებას "ვენდის" საერთაშორისო განვითარების ხელმძღვანელი დარილ ბეარერი და საერთაშორისო საოპერაციო დირექტორი გაბორჰავარიც დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ „ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ დაარსებიდან დღემდე საერთაშორისო „ვენდისგან“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო უკვე მიიღო. მათ შორისაა: Diamond Award - ჯილდო წარმატებული მარკეტინგული კომუნიკაციისთვის 2017 წელს, Wendy Award - რესტორნების გამორჩეულად ეფექტური საოპერაციო მარვისთვის 2016 წელს. ამასთან „ვენდის“ ქართული რესტორნების 2 მენეჯერი მსოფლიოში წარმოდგენილი „ვენდის“ 200 ყველაზე წარმატებულ მენეჯერს შორის დაასახელეს.