„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ 5 წლიანი წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის ჯილდო მიიღო. საერთაშორისო აღიარება „ვენდის“ ქართულ რესტორნებს სწრაფი განვითარების ტემპების, მზარდი გაყიდვების, სტუმრების ნაკადის დინამიური ზრდის და მომხმარებლის ცნობიერებაში გემოვნური თვისებებით გამორჩეული საკვების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრენდის იმიჯის დამკვიდრებისთვის ერგო. დაჯილდოების ცერემონიალი თბილისში, 26 მაისის მოედანზე მდებარე, მსოფლიოში ყველაზე დიდ "ვენდის" რესტორანში გაიმართა. დაჯილდოებას "ვენდის" საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი რაჯეევ საბარვალ რაჯივი, "ვენდის" საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი ჯონ პეინი, "ვენდის" საერთაშორისო საოპერაციო დირექტორი გაბორ ჰავარი და "ვენდის" საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერმა სოფო ჩოგოვაძე დაესწრო.