08:50
25 ივლისი, 2017, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
ველოსიპედით სეირნობა სიცოცხლეს ახანგრძლივებს
15-07-2017

ბრიტანელ სპეციალისტთა განცხადებით, პირები, რომლებიც რეგულარულად სეირნობენ ველოსიპედით, მრავალი პათოლოგიისაგან იცავენ ორგანიზმს, მტკიცე იმუნიტეტისა და ჯანსაღი სხეულის წყალობით კი იხანგრძლივებენ სიცოცხლეს. გლაზგოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევა ჩაატარეს. 5 წლის განმავლობაში შეისწავლეს 260 ათასი მოხალისე.

ველოსიპედით სეირნობა განსაკუთრებული ტიპის დატვირთვაა ორგანიზმისთვის, რადგან ეს არის დინამიკური, აქტიური და ენერგიული ვარჯიში, რომელსაც თან ახლავს მუდმივად ცვლადი აქტივობა. ადამიანი ველოსიპედით სეირნობისას სხვადასხვა სიჩქარით გადაადგილდება, ირგვლივ სხვადასხვა ხედებს ეცნობა, ყოველივე ამისათვის მას სხვადასხვაგვარი ძალისხმევა სჭირდება, შედეგად ორგანიზმი განსხვავებულ დატვირთვას იღებს, რაც მთავარია, ბუნებრივს, რომელსაც ასე დიდი მნიშვნელობა აქვს ცალკეული სისტემების ფუნქციური განმტკიცებისთვის, იმუნური სისტემისა და მთლიანად სხეულის გაკაჟებისთვის. სწორედ ამიტომ არის , რომ ველოსიპედის მოყვარულები და რეგულარულად მოსეირნენი გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ.

ყურადღება!
გთხოვთ, დაიცვათ ეთიკისა და ზრდილობის ნორმები!
სხვა სიახლეები