პეკინის ქუჩაზე "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ველორბოლა გამართა. ველორბოლაში მონაწილეობას მიიღეს ევროკომისიის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, გაერო-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნილს სკოტმა, ესტონეთის, გერმანიის, შვეიცარიის და სხვა საელჩოების წარმომადგენლებმა, საჯარო პირებმა, ველომოყვარულებმა.