პეკინის ქუჩაზე ველოსიპედებისთვის დაახლოებით 900 მეტრიანი ზოლი გამოიყოფა, სადაც ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი, - ამის თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო შტაბში გამართულ მორიგ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.
პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო პარკირების სისტემასა და ავტობუსების ხაზთან დაკავშირებულ თემებს. ამასთან, როგორც მუმლაძემ აღნიშნა, სააკაძის მოედანს ემატება 60 ერთეული პარკირების ადგილი. პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწესრიგება კვირის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც გზის საფარის პირველი ფენის დაგება დაიწყება.