გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტის, შოთა დალაქიშვილის დაშავების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ პალიტრანიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 126-ე მუხლით ძალადობის ფაქტზე გუშინვე დაიწყო. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, შოთა დალაქიშვილს ველისციხესთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათივე ინფორმაციით, დალაქიშვილს ყბის ძვალი აქვს მოტეხილი და მას გურჯაანის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა.