ველისციხეში ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად პოლიციელები დაშავდნენ. არსებული ინფორმაციით 8 პოლიციელი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს. ექიმის ინფორმაციით, მათ სხეულის სხვადასხვა მოტეხილობები და თავის არეში ტრავმები აღენიშნებათ.