ვებვერდი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები დავალიანების ჩამოწერის პროგრამაში თავიანთი თავის გადამოწმებას მოახერხებენ, დაპირების მიუხედავად, დღეს ვერ ამოქმედდა. როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, საიტი ტექნიკურად მზად არის, თუმცა იმის გამო რომ პროექტს ათამდე კომპანია დაემატა, სიების დაზუსტების პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა.როგორც პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, ვალების ჩამოწერის პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა კომპანია ვივუსმაც. ინფორმაცია ფონდ ქართუშიც დაგვიდასტურეს.შეგახსენებთ რომ სესხების განულება ე.წ. შავ სიაში არსებულ 600,000 მსესხებელს ეხება,. მთავრობისა და “ქართუს” ინფორმაციით, ამ სესხების პორტფელის ღირებულებაა 1.5 მილიარდი ლარია. ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.