ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია, თუმცა სტიქის ადგილზე ამ დრომდე სპეციალური ტექნიკა მუშაობს. როგორც კახეთის საგზაო სამმართველოში განაცხადეს, უხვმა ნალექმა ცენტრალური გზის ორი მონაკვეთი დააზიანა, რის გამოც გუშინ რამდენიმე საათით მოძრაობა აიკრძალა. ადგილზე პრევენციის მიზნით მოძრაობას საპატრულო პოლიცია აწესრიგებს.