ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პოლიციის მიერ აქციაზე დაკავებული პირების ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა - Palitra News

ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პოლიციის მიერ აქციაზე დაკავებული პირების ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

2019-11-26 13:04:48+04:00

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის გაცხადებით, პოლიციის მიერ აქციაზე დაკავებული 28 პირიდან ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ის მიზეზიც განმარტა, რის გამოც სამართალდამცავები პარლამენტთან ამ დრომდე იმყოფებიან.

"აქციის მონაწილეთა მხრიდან ხდება პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, ასევე პროვოკაციები და ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვა, შესაბამისად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია და უზრუნვეყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ასევე უზრუნველყოფს დეპუტატებისა თუ მოქალაქეების თავისუფლად გადადგილებას", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.