ვაჟა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რა დაწერა ბიბილოვისთვის მიწერილ წერილში - Palitra News

ვაჟა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რა დაწერა ბიბილოვისთვის მიწერილ წერილში

2019-12-28 20:43:42+04:00

შეწყალების თხოვნა დავწერე გუშინ საღამოს, დაახლოებით 7 საათი იყო, მაგრამ იქ მე ჩემი ბრალი აღიარებული არ მქონდა, რაც იყო თავიდანვე,-აღნიშნული განცხადება საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ექიმის განმარტებით, მას პოზიცია არ შეუცვლია და რუს მესაზღვრეებსა და ცხინვალის მილიციის წარმომადგენლებს ეუბნებოდა, რომ მას საქართველოს საზღვარი არ დაუტოვებია, არამედ იმყოფებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.