საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საზოგადოებას მოუწოდებს, 29 დეკემბერს, 19:00 საათზე ექიმის მხარდასაჭერ აქციას შეუერთდეს. ოჯახის ინფორმაციით აქციას ექნება პერფორმანსის სახე, თითოეული მოქალაქე საკუთარი ავტომობილებიდან ერთი წუთის განმავლობაში საყვირით გამოხატავს მხარდაჭერას ექიმის მიმართ რაც იქნება სიმბოლო თავისუფლების.