ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დღეს საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიან საპროტესტო აქციას გამართავს. ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის თამილა ლაფანაშვილის თქმით, რადგან მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო, ისინი მშვიდობიანი პროტესტის ფორმას მიმართავენ, რათა სოლიდარობა გამოხატონ. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საოკუპაციო ხაზიზსკენ დაიძრნენ. თამილა ლაფანაშვილი მოსახლეობას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს."რადგან ამდენმა მოლაპარაკებებმა და თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, ყველა ის ადამიანი, მიუხედავად პარტიული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, რომელსაც გული შესტკივა და აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა თეთრი ხალათებით მშვიდობიანად დავანახოთ ჩვენი ძალა, რომ ოჯახი მარტო არ ვართ. - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.