საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში მონაწილე მხარეებს ყველა ბერკეტის გამოყენებისკენ მოუწოდებს, რაც მისი მეუღლის გათავისუფლებას დააჩქარებს. მისი ინფორმაციით, თუ აღნიშნული მოლაპარაკებები შედეგს არ გამოიღებს ოჯახი პროტესტის რადიკალურ ზომებს მიმართავს. როგორც თამილა ლაფანიშვილმა აღნიშნა, პრესაში ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მეხუთე დღეს გავრცელდა, მანამდე კი ოჯახი ფაქტს არ ახმაურებდა, რადგან შესაბამისი უწყებებიდან ჰქონდათ რეკომენდაცია, რომ თუ ინფორმაცია გაჟონავდა, ამას შეიძლება უარყოფითი გავლენა მოეხდინა ვაჟა გაფრინდაშვილის მდგომარეობაზე იზოლატორში. ახლა კი ოჯახი გეგმავს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებიდან დამოუკიდებლად მაქსიმალურად გააქტიურდნენ