ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.„ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“,-აცხადებენ სუს-ში.ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.