"ვაჟა გაფრინდაშვილი მე მელოდებოდა, იცოდა, რომ უნდა დავხვედროდი" - ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ექიმის გათავისუფლება მისი გუნდისა და რუსი დეპუტატების ძალისხმევის შედეგია - Palitra News

"ვაჟა გაფრინდაშვილი მე მელოდებოდა, იცოდა, რომ უნდა დავხვედროდი" - ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ექიმის გათავისუფლება მისი გუნდისა და რუსი დეპუტატების ძალისხმევის შედეგია

2019-12-28 13:43:20+04:00

"ინტენსიურად ვმუშაობდით, ფრთხილად და გონივრულად", - აცხადებს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საკუთარ ფეისბუქ-ლაივში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ინაშვილის თქმით, გაფრინდაშვილის გათავისუფლება მისი გუნდისა და რუსი დეპუტატების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.