ვატიკანი მზად არის უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებებში დაეხმაროს, თუკი ორივე მხრიდან იქნება მოწვევა. ამის შესახებ წმინდა საყდრის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, მთავარეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაგერმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ ახლა სწორედ ის დროა, როდესაც რომის პაპმა ფრანცისკემ უნდა შეასრულოს უკრაინაში ვიზიტი, რომელსაც მილიონობით უკრაინელი ელოდება.