11:44
30 ივნისი, 2022, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ვატიკანი მზად არის უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებებში დაეხმაროს
20-05-2022

ვატიკანი მზად არის უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებებში დაეხმაროს, თუკი ორივე მხრიდან იქნება მოწვევა. ამის შესახებ წმინდა საყდრის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, მთავარეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაგერმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ნებისმიერი საშუამავლო საქმიანობა მოითხოვს ორი მხრიდან მოწვევას. თუკი წმინდა საყდარი მიიღებს უკრაინის და რუსეთის მხრიდან მოწვევებს, რათა ნებისმიერი შესაძლო საშუალებით ხელი შევუწყოთ მოლაპარაკებათა პროცესს, რა თქმა უნდა, ამას მივესალმებოდით და ყოველმხრივ შევეცდებოდით ამ პროცესისთვის დახმარებას“, - განაცხადა ვატიკანის წარმომადგენელმა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ ახლა სწორედ ის დროა, როდესაც რომის პაპმა ფრანცისკემ უნდა შეასრულოს უკრაინაში ვიზიტი, რომელსაც მილიონობით უკრაინელი ელოდება.

„მე გადავეცი მთავარეპისკოპოსს იმედი მილიონობით უკრაინელის იმის შესახებ, რომ პონტიფიკოსი ვიზიტით ჩამოვიდეს უკრაინაში. ის გახდება სიმბოლო მხარდაჭერისა და სულიერი ზრუნვისა ყველაზე მძიმე პერიოდში არა მხოლოდ კათოლიკეებისთვის, არამედ მთლიანად უკრაინელი ხალხისთვის. ეს არის სწორედ ის მომენტი, როდესაც მწყემსთავარი უნდა იყოს თავის სამწყსოსთან“, - განაცხადა კულებამ.

AutoPlay
საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაცია ვატიკანის მუზეუმებს ეწვია
გამოქვეყნდა 28 წუთის წინ
ევროპის უნივერსიტეტში საგრანტო ოფისი გაიხსნა
გამოქვეყნდა 29 წუთის წინ
თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების თანადგომის ქსელში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
გამოქვეყნდა 37 წუთის წინ
ირაკლი ღარიბაშვილი - უაღრესად ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთისგან 5 მლნ გირვანქა სტერლინგის გამოყოფას გარე წყაროებიდან მომდინარე კიბერ საფრთხეების მიმართ საქართველოს მედეგობის გასაზრდელად
გამოქვეყნდა 42 წუთის წინ
ვლადიმერ პუტინი, ნატო-ს გაფართოების შემთხვევაში, ახალ დაძაბულობას არ გამორიცხავს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კუნძულ "ზმეინზე" "პანცირის" სარაკეტო სისტემას დაარტყეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები