ვაშლის სიდრი ანუ დაბალალკოჰოლური ვაშლის ღვინოს წარმოება შესაძლოა, აქციზის გადასახადისგან გათავისუფლდეს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში უკვე წარდგენილია. როგორც წინადადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე - ვაშლის სიდრზე, პერსა და თაფლის სასმელზე აქციზი ლიტრზე 2 ლარი და 50 თეთრია; მაშინ როცა იგივე იმპორტირებული პროდუქტი უფრო ნაკლები თანხით - ლიტრზე 50 ცენტი (0.5 ევრო) იბეგრება.
ამასთან, როგორც საკანონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, ვაშლის მწარმოებელ უმეტეს ქვეყნებში ვაშლის სიდრის წარმოება აქციზის გადასახადისგან გათავისუფლებულია. შესაბამისად, ინიციატივის მიზანი აღნიშნულ სახელმწიფოთა პრაქტიკის გაზიარებაა.