ვაშინგტონში რუსეთის საელჩო აშშ-ის მთავრობას მოუწოდებს, რუსული ვაქცინების გაკრიტიკების ნაცვლად კორონავირუსს ებრძოლოს.
„გადაარჩინეთ ამერიკელების სიცოცხლე, ებრძოლეთ კოვიდ 19-ს და არა რუსულ ვაქცინებს,“ - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული განცხადებით რუსეთის საელჩო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს მორგან ორტაგუსს, გამოეხმაურა, რომელმაც რუსული ვაქცინის Sputnik V-ის ეფექტურობა და უსაფრთხოება ეჭვქვეშ დააყენა