ვაშინგტონში მთავარი საშობაო ნაძვის ხე გაანათეს. ღონისძიებაში ტრადიციულად მონაწილეობას იღებდნენ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია. ტრამპი სიტყვითაც გამოვიდა და ყველას ბედნიერი შობა უსურვა.
ეროვნულ საშობაო ნაძვის ხის დადგმის ტრადიცია 1923 წლიდან იღებს სათავეს. წელს საშობაო ნაძვის ხე ოქტომბერში პრეზიდენტის პარკში დარგეს, მოგვიანებით კი მორთეს. მანამდე კი რთავდნენ 2012 წელს დარგულ ნაძვის ხეს, თუმცა, იგი მამაკაცმა დააზიანა, რომელმაც მასზე ასვლა მოინდომა, ამიტომაც იძულებული გახდნენ ახალი ხე დაერგოთ.
აღსანიშნავია, რომ გუშინ კაპიტოლიუმის ნაძვის ხეც გაანათეს, რომლის ცერემონიალშიც წარმომადგენელთა პალატის სპიერკამ ნენსი პელოსიმ მიიღო მონაწილეობა.