ვაშინგტონში "ქართული ღვინის პირველი ფორუმი" ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვეობისადმი მიძღვნილი კონფერენციით დასრულდა - Palitra News

ვაშინგტონში "ქართული ღვინის პირველი ფორუმი" ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვეობისადმი მიძღვნილი კონფერენციით დასრულდა

2018-11-15 13:04:55+04:00

ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვეობისადმი მიძღვნილი კონფერენციით დასრულდა. კონფერენცია აშშ-ს სტრატეგიისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრში იმ მეცნიერების მონაწილეობით გაიმართა, რომლებიც ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტში უშუალოდ იყვნენ ჩართული. ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე ქართული ღვინის 8-ათასწლიან ისტორიასთან ერთად, განხილული იყო თანამედროვე ღვინის ინდუსტრიის პოლიტიკურ-ეკონომიკური ასპექტები, უცხოური ინვესტიციების, ადგილობრივი ეკონომიკისა და აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის პოტენციალის საკითხები. “ქართული ღვინის ფორუმი“ ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ იყო ორგანიზებული.