ვაშინგტონმა რუსულ კვლევით ინსტიტუტს სახიფათო კომპიუტერული პროგრამის შექმნასთან დაკავშირებით, სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, 2017 წელს, რუსეთის ქიმიისა და მექანიკის კვლევითი ინსტიტუტის მხარდაჭერით ახლო აღმოსავლეთში მდებარე ერთ-ერთ ნავთობქიმიურ კომპანიაზე მავნე პროგრამა „ტრიტონის“ გამოყენებით კიბერთავდასხმა განხორციელდა, რომლის სამიზე კომპანიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა იყო. „რუსეთის მთავრობა განაგრძობს საშიშ კიბერ საქმიანობას, რომლის სამინზეც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები არიან,“- განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა. ექსპერტების განმარტებით, „ტრიტონი“ სამრეწველო საწარმოებისა და უსაფრთხოების სისტემების წინააღმდეგ მიმართული სპეციალურად შექმნილი მავნე კომპიუტერული პროგრამაა.