პროკურატურის დასკვნითი სიტყვით გაიხსნა სასამართლო სხდომა ე.წ. ციანიდის საქმეზე. მტკიცებულებებისა და ორივე მხარის მოწმეების გამოკითხვა უკვე დასრულებულია. პროკურორის თქმით, ისინი დარწმუნებული არიან, რომ მოახერხეს მოსამართლის დარწმუნება მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობაში.დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობა ვერცერთი მოწმის ჩვენებით ვერ დასტურდება.
პროცედურულად დაცვის მხარეს დღევანდელ პროცესზე უნდა წაეკითხა საბოლოო სიტყვა, თუმცა მათ გონივრული ვადა ითხოვეს ამ სიტყვის მოსამზადებლად, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ადვოკატები საბოლოოს სიტყვას 1 სექტემბერს წაიკითხავენ, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად უნდა გავიდეს.