სოფელ გუმათში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გრძელდება. „რიონის ხეობის მცველებმა“ „გუმათჰესთან“ აღმართულ რკინის ბარიკადებზე გააკრეს ბანერები წარწერით - „საქართველო არ იყიდება, არა ნამახვანჰესს“.
როგორც „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ორი პირობა აქვთ - დიალოგისთვის შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ან მის სპეციალურ წარმომადგენელს, ასევე ადგილიდან აიღონ რკინის ბარიკადები, რათა პროტესტის გაგრძელება მშვიდობიან ფორმატში შეძლონ.
მისი განმარტებით, „რიონის ხეობის მცველები“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას არ შეხვდებიან.