ვარკეთილში, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული მამაკაცი, რომელიც უმისამართოდ ისროდა, კვლავ პატიმრობაში რჩება. ალექსანდრე ივანოვის მიმართ, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. პროცესს დისტანციურად ესწრებოდა ბრალდებული, რომელიც გამომძიებლებს "ზღაპრების გამოგონებაში" ადანაშაულებს.
ალექსანდრე ივანოვის თქმით, ის 24 წლის მანძილზე ფსიქიატრიულ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, ბვრალდებულის ადვოკატის განმარტებით კი, შემთხვევის დროს გარკვეული გარემოება იყო, რამაც დანაშაულის ჩადენას შეუწყო ხელი.
ადვოკატის განცხადებითვე, მდგომარეობა კრიტიკულია და ალექსანდრე ივანოვს კლინიკაში სრულყოფილი, ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ვარკეთილში 5 ივნისს მოხდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ივანოვმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა.