შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ვარკეთილში მდებარე ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიას ყაჩაღურად თავს დაესხა, სავაჭრო ობიექტის მეპატრონეს დანის მუქარით 3000 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა 2000 წელს დაბადებული ბრალდებული მოგვიანებით თბილისში დააკავეს.