ვარკეთილში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავებულ ალექსანდრე ივანოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ გამოაცხადა.
პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც. მისი თქმით ის ხანგრძლივად იმყოფებოდა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მამინაცვლისგან და ეს მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახა.
შეგახსენებთ, 5 ივნისს ალექსანდრე ივანოვი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან უმისამართო სროლებს ახორცელებდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ის პოლიციას ჩაბარდა.