ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე 6 პირი, ძარცვის ბრალდებით დააკავეს - Palitra News

ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე 6 პირი, ძარცვის ბრალდებით დააკავეს

2019-09-27 22:02:05+04:00

ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე 6 პირი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „პლიტრანიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს. იწყების ცნობით დაკავებულებს ბრალი 178-ე, ძარცვის მუხლით აქვთ წაყენებული, რაც ძარცვას გულისხმობს. ამასთან შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაც, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში 16 წლის ბიჭი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.