ვარკეთილში "ლიბერთი ბანკი" დააყაჩაღეს - დაშავებულია 2 პირი - Palitra News

ვარკეთილში "ლიბერთი ბანკი" დააყაჩაღეს - დაშავებულია 2 პირი

2019-04-19 12:05:42+04:00

ვარკეთილში, მე-3 მიკრორაიონში, სუხიშვილის ქუჩაზე "ლიბერთი ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. ინციდენტის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები "ამტელ ჰოსპიტალში" არიან გადაყვანილი, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კლინიკაში ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ. შსს-ს ცნობით, დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებიათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

თავდასხმის ფაქტს "ლიბერთი ბანკშიც" ადასტურებენ. წაღებულია თუ არა თანხა, ბანკის ადმინისტრაცია ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.