ჩეჩნეთის ქუჩებში ვარდისფერი ტაქსი მოძრაობს, რომელიც მხოლოდ ქალებს ემსახურება. სერვისის შექმნის იდეა რესპუბლიკაში მოქმედ შეიხ ზაიედის სახელობის არაბულ საინვესტიციო ფონდს ეკუთვნის და მას "მეჰკარი" ეწოდება. "ქალების ტაქსი" გადაადგილებისთვის ძალიან მოსახერხებელი იქნება ქალებისთვის რელიგიური ნორმებისა და ტრადიციების თვალსაზრისით. ტაქსის საჭესთან ასევე მხოლოდ ქალები იჯდებიან.ჩეჩნეთში ქალები იშვიათად არიან ტაქსის მძღოლები და ბევრი მათგანი რელიგიური ნორმების გამო, რომელიც ქალს უცხო კაცის გვერდით ჯდომას უკრძალავს, ტაქსის მომსახურეობაზე უარს ამბობს. 2008 წლის 1 იანვრიდან ჩეჩნეთის რესპუბლიკაში არც ერთ ქალს თუ გოგონას უფლება არ აქვს, სახელმწიფო დაწესებულებაში თავსაფრისა და მოკრძალებული სამოსის გარეშე შევიდეს. დამრღვევებს სამსახურებიდან ათავისუფლებენ და შენობაში შესვლის უფლებას ართმევენ.