29 მარტს, სასტუმროში "რუმს ჰოტელ თბილისში" ონკოპაციენტების დახმარების ცენტრის "ვარდისფერი სივრცე" პრეზენტაცია გაიმართა. "ვარდისფერი სივრცე" "ევროპა დონა საქართველოსა" და "ეივონის" ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანს ონკოპაციენტთა ფსიქო-სოცილიალური მხარდაჭერა და მათი ინფორმირებულობის გაზრდა მკურნალობის დაფინანსების პროგრამებსა და მედიკამენტების მოძიების ხელშეწყობა წარმოადგენს.
"ვარდისფერი სივრცე" "ევროპა დონას საქართველოს" ძალისხმევითა და "ეივონის" საქველმოქმედო ფონდის დაფინანსებით, 29 მარტიდან ამოქმედდა და მისი კარი პაციენტებისთვის, რომლებიც ძუძუს კიბოს დიაგნოზს ებრძვიან, მუდამ ღიაა. "ვარდისფერი სივრცის" დაფინანსება ხორციელდება "ეივონის" ვარდისფერი ლენტის საქველმოქმედო ფონდიდან. ეივონის მიერ გაყიდული ყოველი საქველმოქმედო პროდუქტიდან შემოსული თანხა გროვდება ვარდისფერი ლენტის ფონდში და ხმარდება სხვადასხვა ინიციატივებს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. 2019 წელს ეივონის ფონდიდან გამოიყო 50 000 ლარი, რომელიც სრულად მოხმარდება "ვარდისფერი სივრცის" ფუნქციონირებას.