04:07
25 ივნისი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
360 გრადუსი
ვაპირებთ, ჩვენი ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმთან უფრო მაღალ რეგისტრში ავიყვანოთ - გიორგი ბარამიძე
20-05-2019

ვაპირებთ, ჩვენი ბრძოლა და დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან უფრო მაღალ რეგისტრში ავიყვანოთ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა. ბარამიძის აზრით, “ყველა ხედავს, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია“.

“ჩვენ უნდა მივიდეთ ხალხთან და მოვახდინოთ საზოგადოების მობილიზება. პროცესი დავიწყოთ რეგიონებიდან და საბოლოოდ ივანიშვილის შუშის სასახლით დავასრულოთ“, - განაცხადა ბარამიძემ.

ბარამიძემ აღნიშნა ისიც, რომ პარტიაში ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს განსხვავებული მოსაზრებები, როგორც ეს სხვა საკითხებზე ყოფილა, მაგრამ მისივე თქმით, პარტია საბოლოოდ პოზიციების შეჯერებას ყოველთვის ახერხებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები