67 წლის ასაკში ვანუატუს პრეზიდენტი ბალდვინ ლონსდეილი გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. ლონსდეილი ვანუატუს დედაქალაქის პორტ-ვილას საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც თავი შეუძლოდ იგრძნო. ის ვანუატუს პრეზიდენტად 2014 წელს აირჩიეს. ვანუატუს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის ახალ პრეზიდენტს პარლამენტის წევრები და რეგიონული მთავრობების თავმჯდომარეები სამი კვირის ვადაში აირჩევენ.