"ქურდბაცაცობა ჩემ მორალში არ ჯდება. მთავარია, რომ ამაყად და იმ მთავარი ლაქის გარეშე დავბრუნდი, რასაც მძიმე ბრალდება - ქურდობა და მაიმუნობა ჰქვია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმამ, გრიგოლ აბრალავამ განაცხადა.
აბრალავა ნორვეგიაში 3-თვიანი დაკავების შემდეგ, პალიტრანიუსთან პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მისი და მისი ორი მეგობრის დაკავება გაუგებრობა იყო. ის გამორიცხავს გავრცელებულ ინფორმაციას, თიტქოს ნორვეგიაში ტექნიკის მაღაზიიდან ნივთები მოიპარა.მისივე განმარტებით, ბრალი, რომელიც წარუდგინეს, არ დადასტურდა და პირდაპირ სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.