"ბრალი არ უმტკიცდება, მას სახაზინო ადვოკატი ჰყავს და მისი ადვოკატის ინფორმაციას გაწვდით" - ამის შესახებ პალიტრანიუსს დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის სიმამრმა, ანზორ აბრალავამ განუცხადა.როგორც აბრალავა განმარტავს, მისმა შვილმა, გრიგოლ აბრალავამ, რომელიც ნორვეგიაში დააკავეს, აუდიტის სამსახურში უფასო შვებულება დაწერა და მეგობრებთან ერთად დასასვენებლად წავიდა. აბრალავას განცხადებით მისი შვილი დეპუატატ ვანო ზარდიაშვილის პროტექციით არ სარგებლობდა და ჯერ კიდევ მის დანიშვნამდე წარმატებული კარიერა ჰქონდა. ის ასევე უარყოფს რუსთავი 2-ს ინფორმაციას, რომ გრიგოლ აბრალავა ქურდობის ფაქტზეა დაკავებული. რაც შეეხება დანარჩენ ორ დაკავებულს, პალიტრანიუსის ინფორმაციით ერთ-ერთი თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ისნის განყოფილების უფროსი გიორგი კიკნაძეა, რომელიც ასევე ქართული ოცნების ისნის რაიონის ახალგაზრდული ფრთის წევრი იყო. კიდევ ერთი დაკავებული პირი კი, არსებული ინფორმაციით, გრიშა მარღანიაა.