ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა. უწყების ცნობით, უდოს კომისიამ მერაბიშვილის საქმეზე 11 აპრილს იმსჯელა და მის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების შესახებ მსჯავრდებულს უკვე ეცნობა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა იუსტიციის სამინისტროს აპრილის ბოლოს ეწურებოდა.