შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. მერაბიშვილს ციხესთან შეკრებილი მხარდამჭერები ტაშით შეხვდნენ. ყოფილმა მინისტრმა ციხეში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის კმაყოფილია იმით, რომ არ წავიდა კომპრომისზე. ამასთან, როგორც ვანო მერაბიშვილი ამბობს, აპირებს აქტიურ პოლიტიკაში ყოფნას და ხელისუფლების წინააღმდეგტ ბრძოლას.