სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა დასრულდა. მხარეები დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე წარსდგენენ. მათ საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად და ფაქტების წარსადგენად 30 წუთი მიეცათ. სხდომაზე პირველი სიტყვით ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გამოვიდა. ფილიპ ლიჩმა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე ისაუბრა. გარდა ამისა მან აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხელისუფლებას სურდა მერაბიშვილი ჩამოეშორებინა პოლიტიკური პროცესებიდან. სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საუბარი გირგვლიანის საქმით დაიწყო, შემდეგ კი მერაბიშვილის იმ ბრალდებაზე ისაუბრა, რომელიც ექსპრემიერის საკნიდან გაყვანას ეხება.