ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის "ნაციონალურ მოძრაობაში" გაწევრიანების თაობაზე პარტიაში საუბარი არ ყოფილა. შესაბამისად, გოცირიძის თქმით, მერაბიშვილის პოლიტიკური გეგმების შესახებ პარტიისთვის ჯერჯერობით უცნობია.
მერაბიშვილის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეერთების შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობენ პარტიის არც სხვა წევრები.
ცნობისთვის, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდება.